დღეს დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსი და ძალიან გული დამწყდა რადგან იმდენი საინტერესო რამე გავიგე კიდევ ვისურვებდი რამოდენიმე დღეს გაგრძელებულიყო. საინტერესო იყო ჩემი მეგობრების ნამუშევრების პრეზენტაცია, ერთმანეთის აზრების გაზიარება. მართალია მე ცოტა გადემეკეტა გონება და გავიჭედე მაგრამ როგორც ყოველთვის შორენა არ გვაძლევს თყუილად დროის დაკარგვის საშუალებას, ამამუშავა და დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს. მადლობა შორენააააააააააააააააა. ძალიან მივარხარ.მადლობ რომ უძლებ ხანდახან ჩვენს დაშტერებას. შენი ტრენინგები ყოველთვის გამომადგა და ეს მრავლისმომცველი ტრენინგიც ყოველთვის მომცემს საშუალებას ახალი და საინტერესო შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს.
chemi blogi
Sunday, September 28, 2014
Saturday, September 20, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
გავეცანი ჩემი თანაჯგუფელების ნამუშევრებს მოსწავლეთა პრეზენტაციებს.გვქონდა საჭირო და ძალიან სასარგებლო რჩევები რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ ერთმანეთის რჩევა დაგვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში. ვიმუშავე შფასების რუბრიკებზე, გავაკეთე პროექტის , დისკუსიის, და პრეზენტციის შეფასების რუბრიკები, რომელიც მომავალშიც დამეხმარება პროექტების დაგეგმვასა და გაკეთებაში. უამრავი იდეაც გაჩნდა ,, ჩემს თავში" .ძალიან მინდა განვახორციელო.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვისწავლე როგორ შევთავაზოთ მოსწავლეებს სკაფოლდინგი. აუცილებელია გავითვალისწინო მოსწავლეთა საჭიროებები.გავეცანი გარდნერის პრეზენტაციას რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის და ვეცდები მუდმივად გამოვიყენო.
Saturday, September 13, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანი და გავაცნობიერე რა არის საავტორო უფლებები და ვნახე პრეზენტაცია. მისი მეშვეობით უკვე მეც შემიძლია მოსწავლეები გავარკვიო საავტორო უფლებებში, რის შესახებაც დარწმუნებული ვარ მწირი ინფორმაცია აქვთ ან საერთოდ არ იციან რა არის საავტორო უფლებები.
გავეცანი გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს, ვისწავლე ინტერნეტიდან სხვადასხვა მასალების შენახვა. გავეცანი ინტერნეტის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას და ვისწავლე კომენტარის გაკეთება ვორდის დოკუმენტში და სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. მართალია ზღვა მასალაა, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი დავიმახსოვრო, ვნახოთ რა დამრჩება. როდესაც რამოდენიმეჯერ პრაქტიკაში გამოვიყენებ დარწმუნებული ვარ უკეთ დამამახსოვრდება.
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე:
Wednesday, September 10, 2014
Tuesday, September 9, 2014
მესამე დღის რეფლექსია
განვიხილე სტანდარტები. გავეცანი მიმარტულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ზოგადი კითხვა: რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე. ვიმუშავე პროექტის გეგმაზე. ჩემი თემაა: ,,გეორგიევსკი- სარგებელი თუ დანაშაული".
Subscribe to:
Posts (Atom)