Sunday, September 28, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

        დღეს დავასრულეთ ინტელის სასწავლო კურსი და ძალიან გული დამწყდა რადგან იმდენი საინტერესო რამე გავიგე კიდევ ვისურვებდი რამოდენიმე დღეს გაგრძელებულიყო.  საინტერესო იყო ჩემი მეგობრების ნამუშევრების პრეზენტაცია, ერთმანეთის აზრების გაზიარება. მართალია მე ცოტა გადემეკეტა გონება და გავიჭედე  მაგრამ როგორც ყოველთვის შორენა არ გვაძლევს თყუილად დროის დაკარგვის საშუალებას, ამამუშავა და დავუბრუნდი ჩვეულ რიტმს. მადლობა შორენააააააააააააააააა. ძალიან მივარხარ.მადლობ რომ უძლებ ხანდახან ჩვენს დაშტერებას. შენი ტრენინგები ყოველთვის გამომადგა და ეს მრავლისმომცველი ტრენინგიც ყოველთვის მომცემს საშუალებას ახალი და საინტერესო შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს.                   

Saturday, September 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია


მეშვიდე დღის რეფლექსია



      გავეცანი ჩემი თანაჯგუფელების ნამუშევრებს მოსწავლეთა პრეზენტაციებს.გვქონდა საჭირო და ძალიან სასარგებლო რჩევები რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.  ვფიქრობ ერთმანეთის რჩევა დაგვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში. ვიმუშავე შფასების რუბრიკებზე, გავაკეთე  პროექტის , დისკუსიის, და  პრეზენტციის შეფასების რუბრიკები, რომელიც მომავალშიც დამეხმარება პროექტების დაგეგმვასა და გაკეთებაში. უამრავი იდეაც გაჩნდა ,, ჩემს თავში" .ძალიან მინდა განვახორციელო.

მეექვსე დღის რეფლექსია

   
დღეს  ვისწავლე  როგორ  შევთავაზოთ  მოსწავლეებს  სკაფოლდინგი.  აუცილებელია  გავითვალისწინო  მოსწავლეთა  საჭიროებები.გავეცანი  გარდნერის პრეზენტაციას  რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის და ვეცდები მუდმივად გამოვიყენო.
     

Saturday, September 13, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია


     გავეცანი   და  გავაცნობიერე  რა  არის  საავტორო  უფლებები და  ვნახე  პრეზენტაცია.  მისი მეშვეობით უკვე მეც შემიძლია მოსწავლეები გავარკვიო საავტორო უფლებებში, რის შესახებაც  დარწმუნებული  ვარ  მწირი ინფორმაცია  აქვთ  ან საერთოდ არ იციან რა არის  საავტორო უფლებები.
   გავეცანი  გამოყენებული  ლიტერატურის მარტივ შაბლონს, ვისწავლე  ინტერნეტიდან სხვადასხვა მასალების  შენახვა. გავეცანი ინტერნეტის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას და ვისწავლე კომენტარის გაკეთება ვორდის დოკუმენტში  და  სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
    ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. მართალია  ზღვა  მასალაა, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი დავიმახსოვრო,  ვნახოთ რა დამრჩება.  როდესაც რამოდენიმეჯერ პრაქტიკაში გამოვიყენებ დარწმუნებული ვარ უკეთ დამამახსოვრდება.


ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე:

Wednesday, September 10, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია



გავაკეთე შეფასების დროის ჩარჩო, გავამზადე კითხვები.


ჩემი ბუკლეტი:

Tuesday, September 9, 2014

მესამე დღის რეფლექსია

 განვიხილე  სტანდარტები. გავეცანი  მიმარტულების  მიმცემ  საკვანძო  კითხვებს. ზოგადი  კითხვა: რა  გავლენას  ახდენს  წარსული  მომავალზე.  ვიმუშავე  პროექტის  გეგმაზე.  ჩემი  თემაა:  ,,გეორგიევსკი- სარგებელი  თუ  დანაშაული".

Saturday, September 6, 2014

მეორე დღის რეფლექსია

             გავეცანი  პუბლიკაციების  გაკეთების  მეთოდებს.  გავეცანი  შაბლონებს  მომეწონა  და  აუცილებლად  გამოვიყენებ.  მომეცონა ბუკლეტის  შაბლონები  მაგრამ  შეიძლება  გაკეთდეს  უკეთესიც.   გავიხსენე ვორდში მუშაობა, სურათების  ჩასმა,  შჰორენა  იმდენად  დაწვრილებით გვიხსნის    შეუძლებელია  კარგად  არ  დაგამახსოვრდეს.  ცოტა მიჭირს  ფოსტაში მუშაობა,  დღეს მაგაზეც  მამუშავა შორენამ და გამახსენდა ბევრი რამ.

პირველი დღის რეფლექსია

     

         Viewer- ის პროგრამაში გავეცამი  ყველა  მოდულის  შინაარსს  და  რა  თქმა უნდა  საკმაოდ  საინტერესოდ  მეჩვენა. ამავე  პროგრამაში  შევქმენით  საქაღალდეები,  შევქმენით ახალი ბლოგი.  გავეცანით   პირველი  მოდულის  სამ  აქტივობას.